ვირუსული ინფექციები

13 დეკემბერი 2016, 00:00 3189 ნახვა

დამატებითი საოჯახო პუნქტები და მონიტორინი - ვირუსით ინფიცირებულთათვის. გრიპის მაგვარი დაავადების შემთხვევების გაზრდის გამო, ჯანდაცვის სამინისტრო კომპლექსურ ღონისძიებებს იწყებს. დავით სერგეენკო მოსახლეობას მოუწოდებს პირველივე სიმპტომების გამოაშკარავებისას მიმართონ ოჯახის ექიმს და  არა სასწრაფო დახმარებას. ბაღებსა და სკოლებში კი ხვალიდან სტანდარტული პროტოკოლი ამოქმედდება, როდესაც ყოველდღიური შეტყობინების საფუძველზე, თუკი ბავშვების არდასწრება 40%-ს აღემატება, ასეთი დაწესებულება 3 დღის განმავლობაში დაიკეტება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი