რუსეთს ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებენ

09 დეკემბერი 2016, 00:00 2932 ნახვა

რუსეთს აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებენ ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები.   ევროპელმა ლიდერებმა რუსეთის პოლიტიკა ეუთო-ს მინისტრთა საბჭოზე   გააკრიტიკეს და საქართველოს, უკრაინისა და ყარაბაღის კონფლიქტები გაიხსენეს.   კრემლი საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმაც გააკრიტიკა. სესიაზე სიტყვით გამოსვლის გარდა, მიხეილ ჯანელიძემ ოკუპაციაზე ორმხრივი შეხვედრების ფორმატშიც ისაუბრა. ქართული მხარე ოკუპირებულ რეგიონებში ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის აღდგენას ითხოვს. 

ამავე კატეგორიაში