დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეა

04 დეკემბერი 2016, 00:00 2047 ნახვა

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია “ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანები”-ს დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში დილიდან საღვთო ლიტურგია აღევლინება. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშობლებს, წმინდა იოაკიმესა და წმინდა ანას შვილი ორმოცდაათი წლის განმავლობაში არ ჰყავდათ. წმინდა ანამ უფალს აღუთქვა, თუ წყალობას მოიღებდა, შვილს მასვე შესწირავდა. ქალს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მას ასული - მარიამი ეყოლებოდა, რომლის წიაღიდანაც ქვეყნიერებას მაცხოვარი მოევლინებოდა. სამი წლის განმავლობაში მარიამი სახლში იზრდებოდა. შემდეგ კი მშობლებმა იგი აღსაზრდელად იერუსალიმში - ტაძარში მიიყვანეს.

ამავე კატეგორიაში