დიდთოვლობა მაღალმთიანეთში

04 დეკემბერი 2016, 00:00 3474 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში დროგამოშვებით ისევ თოვს. ხულოს მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 40 სანტიმეტრს აღწევს, კურორტ გოდერძიზე ნახევარ თოვლმა მეტრს გადააჭარბა. უამინდობამ პრობლემები ელექტროენერგიასთან დაკავშირებით შექმნა. ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო ენერგოპრო ჯორჯიას ინფორმაციით, სამიათასამდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება, თუმცა დილიდან მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. რაც შეეხება გზებს - გადაადგილება   მაღალი ზონის სოფლებში მხოლოდ ორხიდიანი ავტომობილებითაა შესაძლებელი.

ამავე კატეგორიაში