პრეზიდენტი-“მიგულეთ თქვენს უფლებათა უპირველეს დამცველად”

03 დეკემბერი 2016, 00:00 1868 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი შშმ პირებს დღევანდელ დღეს ულოცავს და მიმართვის ტექსტს ავრცელებს. “ბუნების კანონია, რომ ერთი უნარის შეზღუდვის სანაცვლოდ ადამიანს სხვა უნარები ეძლევა უხვად. ჩემი თქვენდამი დამოკიდებულება სწორედ თქვენი შესაძლებლობების პატივისცემას ეფუძნება. ღრმად მწამს, რომ თქვენი ნიჭისთვის ფართო გზის მიცემა, თვითრეალიზაციის პირობათა შექმნა აუცილებელია როგორც თქვენი ღირსეული ცხოვრებისთვის, ასევე - საზოგადოების სიჯანსაღისა და ყოველმხრივი განვითარებისთვის. ამიტომ, პირობათა შექმნა საიმისოდ, რომ თქვენი შესაძლებლობები სრულად გამოვლინდეს და საზოგადოების კეთილდღეობას მოხმარდეს, ყველა ჩვენგანის, საზოგადოების თითოეული წევრის მოვალეობაა. მიგულეთ თქვენს უფლებათა უპირველეს დამცველად. ჯანმრთელობას, მშვიდობასა და ბედნიერებას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს“ - აღნიშნულია პრეზიდენტის მიმართვაში. 

ამავე კატეგორიაში