ახალი სერვისი

03 დეკემბერი 2016, 00:00 3332 ნახვა

შშმ პირები მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას ადაპტირებული ავტომობილებით შეძლებენ. შს მინისტრმა მართვის მოწმობის ასაღებ იმიტირებულ გამოცდაში მიიღო მონაწილეობა და ინოვაციური სერვისის ეფექტურობა პირადად შეაფასა. ამ ეტაპზე სპეციალიზებული ავტომობილით მხოლოდ გარკვეული კატეგორია ისარგებლებს, მომავალში კი ყველა შშმ პირს მიეცემა საშუალება, მართვის მოწმობის ასაღები პრაქტიკული გამოცდა ადაპტირებული ავტომანქანით ჩააბაროს. 

ამავე კატეგორიაში