ლარი “კუპიურების ოსკარზე”

02 დეკემბერი 2016, 00:00 4974 ნახვა

ბანკნოტების საერთაშორისო საზოგადოებამ 2016 წლის საუკეთესო კუპიურის კონკურსი გამოაცხადა, - იუწყება ბლუმბერგი. წარდგენილ კუპიურებს შორის ქართული 50-ლარიანიც წარადგინეს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ქართული 50-ლარიანი კუპიურა მოხატულია შუა საუკუნეების ხატწერით. კონკურსში ასევე წარდგენილია შვეიცარიული 50 ფრანკის კუპიურა, ავსტრალიური 5-დოლარიანი კუპიურა, ბრიტანული 5 გირვანქა სტერლინგის კუპიურა, ახალი ზელანდიის 50-დოლარიანი კუპიურა, შოტლანდიის 5 გირვანქა სტერლინგის კუპიურა, მალდივის კუნძულების 1.000 რუფიას კუპიურა. ქართულ 50-ლარიან კუპიურასთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ მასზე გამოსახულია თამარ მეფე, რომელიც საქართველოში 1184-1213 წლებში მეფობდა, პერიოდი, რომელიც ცნობილია როგორც „საქართველოს ოქროს ხანა“. კუპიურას გააჩნია ჰოლოგრაფიული ზოლი და მწვანე ფერის დამცავი ბოჭკოები. ბანკნოტების საერთაშორისო საზოგადოება დაარსდა 1961 წელს. წლის საუკეთესო კუპიურის კონკურსს ის 2005 წლიდან ატარებს.

ამავე კატეგორიაში