მერიის უარი - ბათუმის ბულვარს ისევ ეკონომიკის სამინისტრო განკარგავს

02 დეკემბერი 2016, 00:00 3443 ნახვა

ბულვარის ადმინისტრაციის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მმართველობაში დარჩენასთან დაკავშირებით დღეს განცხადება უწყების პირველმა პირმა გააკეთა. რამაზ ბოლქვაძის განმარტებით, იმის გამო, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის მმართველობაში დაბრუნებაზე საკრებულომ უარი თქვა, ორგანიზაცია ფუნქციონირებას კვლავ სამინისტროს დაქვემდებარებაში გააგრძელებს. მინისტრის თქმით, აღნიშნული ხელს არ შეუშლის ბათუმის ბულვარში დაგეგმილი პროექტების განხორციელებას. რაც შეეხება დაფინანსებას, უწყება ადმინისტრაციის ბიუჯეტს უახლოეს პერიოდში განსაზღვრავს.   

ამავე კატეგორიაში