საიმიჯო კლიპი

09 მაისი 2016, 00:00 5043 ნახვა

საიმიჯო კლიპი ბათუმზე. ისრაელიდან ჩამოსულმა 10 წევრიანმა ჯგუფმა მუშაობა დაასრულა. საინფორმაციო სახის ვიდეორგოლში აჭარის ღირსშესანიშნაობებია გადაღებული. პროექტის ორგანიზატორებმა კი ძირითადი აქცენტი ბათუმზე გააკეთეს. ორგანიზატორების თქმით, ისრაელის მხრიდან ბოლო რამდენიმე წელია გაიზარდა ინტერესი ტურისტული თვალსაზრისით და სწორედ ამიტომ უცხოურმა ტუროპერატორებმა ბათუმზე საიმიჯო, საინფორმაციო ხასიათის ვიდეორგოლის მომზადება გადაწყვიტეს, რომელიც ივნისში ისრაელის მეორე არხის ეთერით გავა. 

ამავე კატეგორიაში