საკრებულოდან უმაღლეს საბჭოში

02 დეკემბერი 2016, 00:00 4212 ნახვა

ზაურ ახვლედიანის უმაღლესი  საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის  თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბრძანება დავით გაბაიძემ  უკვე დაწერა.  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ  არჩევანი ახვლედიანზე  კვალიფიკაციის ნიშნით გააკეთა, გარდა ამისა მასთან ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. თავად ზაურ ახვლედიანი  ახალ თანამდებობაზე შეთავაზებას  კარიერული წინსვლის და განვითარების მოტივით დათანხმდა. ამბობს, რომ  რესპუბლიკური პარტიის დატოვება არჩევნებამდეც ჰქონდა გადაწყვეტილი, რაც თანაპარტიელებთანაც იყო შეთანხმებული.

რუსუდან აბაშიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში