პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში

01 დეკემბერი 2016, 00:00 2024 ნახვა

საქართველომ ყველა მოთხოვნა შეასრულა და ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე შეთანხმება ახლა ევროკავშირის შიდა პრობლემაა - განცხადება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ევროსაბჭოს პრეზიდენტის თქმით, საქართველო იმსახურებს ვიზალიბერალიზაციის პროცესის დროულ და პოზიტიურ დასრულებას. ვიზალიბერალიზაციის პროცესი და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები იყო დღეს ბრიუსელში  გიორგი კვირიკაშვილის ევროკომისრებთან შეხვედრების მთავარი თემა.

ამავე კატეგორიაში