პრეზიდენტის ინტერვიუ

01 დეკემბერი 2016, 00:00 3642 ნახვა

საქართველო ელოდება, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს აშშ-სთან ურთიერთობები ძლიერი დარჩება, რუსეთთან კავშირების გაუმჯობესებისკენ მოწოდებების მიუხედავად - საქართველოს პრეზიდენტმა ეს განცხადება როიტერთან გააკეთა. ინტერვიუში აღნიშნულია, რომ საქართველო გააგრძელებს ნატოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის ზეწოლის განხორციელებას. გიორგი მარგველაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივასთან დაკავშირებით ოპტიმისტურადაა განწყობილი. `ჩვენ არასდროს გვქონია შეშფოთება ჩვენს მოკავშირეებთან დაკავშირებით, ჩვენ დაინტერესებული ვართ დღის წესრიგის გააქტიურებით და არ ვფიქრობთ, რომ ეს დღის წესრიგი დაირღვევა”, - განაცხადა პრეზიდენტმა სააგენტოსთან ინტერვიუში.

ამავე კატეგორიაში