ჯემალ დუმბაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

01 დეკემბერი 2016, 00:00 2947 ნახვა

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს ჯემალ დუმბაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალად  დიდი ოდენობით სხვისი  ქონების გაფლანგვა ედება. ჯემალ დუმბაძე 28 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. გამოძიება მას  კონკრეტულად ორი ტენდერის გამო ედავება.  გამოძიების მტკიცებით, ჯემალ დუმბაძე ყიდულობდა იმ ნივთებსაც, რომელიც საავადმყოფოს არ სჭირდებოდა. გაზეთ “ბათუმელების” ინფორმაციით, ბრალდებული წარდგენილ ბრალს აღიარებს. დაცვის მხარე  დუმბაძის  გათავისუფლებას 20 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა. პროკურორის განმარტებით კი გირაოთ გათავისუფლების შემთხვევაში დუმბაძეს  შეეძლო მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურება, ასევე მოწმეებზე ზემოქმედება. წინასასამართლო სხდომა ჯემალ დუმბაძის საქმეზე დეკემბრის ბოლოს გაიმართება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი