ბინები ეკომიგრანტებისთვის

27 ნოემბერი 2016, 00:00 3526 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ კაპრეშუმში "სოციალურ სახლში" 50 ოჯახს საცხოვრებელი ბინები უახლოეს დღეებში  გადაეცემათ. ბინების განაწილება კენჭისყრის წესით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განხორციელდა. ეკომიგრანტი ოჯახების განცხადებების მიღება მიმდინარე წლის 14 აპრილს დაიწყო და 20 მაისამდე გაგრძელდა. ბენეფიციართა განცხადებები ხელვაჩურის მუნიციპალიტეტში არსებულმა შესაბამისმა სამთავრობო კომისიამ შეისწავლა. 50 ბინიანი სოციალური სახლი შ.შ.მ. პირებისთვის ადაპტირებულია. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპრეშუმში, ორი 5 სართულიანი "სოციალური სახლის" მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და წელს დასრულდა. "სოციალური სახლის" მშენებლობა ხელვაჩურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 200 ათასი ლარით დაფინანსდა. ამჟამად ურეხში კიდევ ერთი, 23 ბინიანი სოციალური სახლის მშენებლობა მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში