დედოლარიზაცია- გამოსავალი?

26 ნოემბერი 2016, 00:00 2951 ნახვა

ლარის კურსზე დღეს კომენტარის გაკეთება პარლამენტში, გიორგი კვირიკაშვილს პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის რანგში მოუწია. ის ვარაუდობს, რომ სამომავლოდ დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან გამომდინარე, ეროვნული ვალუტა გამყარდება. ბოლო მონაცემებით, ლარმა დოილართან  მიმართებაში ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. ამ დროისთვის სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის ღირებულება 2 ლარსა და 52 თეთრს შეადგენს. დღეს ვალუტის კურსთან დაკავშირებით კომენტარი გიორგი კვირიკაშვილის გარდა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმაც გააკეთეს. 

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი