ლარის ისტორიულ მინიმუმი

26 ნოემბერი 2016, 00:00 4387 ნახვა

ეროვნული ვალუტის 21-წლიანი არსებობის განმავლობაში, პირველად 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2 ლარი და 50 თეთრია. წინა ანტირეკორდი წლის დასაწყისში დამყარდა, როდესაც დოლარის ფასმა 2,49 ლარს გადააჭარბა. ეროვნული ვალუტა მიმოქცევაში 1995 წელს გამოვიდა.  მაშინ ლარის კურსი დოლარის მიმართ 1,23-1,27 თეთრის ფარგლებში მერყეობდა. 1999 წელს რუსეთში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო ლარმა სწრაფი გაუფასურება დაიწყო. პირველი ანტირეკორდი სწორედ მაშინ დამყარდა და 1 დოლარის ღირებულებამ 2,45 თეთრს გადააჭარბა. მაშინ პრობლემა ერთ წელიწადში მოგვარდა. ამჯერად, გაუფასურება 2 წელზე მეტია გრძელდება. დღეს სავალუტო პუნქტებში ერთი დოლარი 2,51 თეთრი ღირს. ერთი ევროს შეძენა კი 2 ლარად 66 თეთრადაა შესაძლებელი.

ამავე კატეგორიაში