რეჟისორი გიზო ჟორდანია გარდაიცვალა

19 ნოემბერი 2016, 00:00 3578 ნახვა

ქართველი რეჟისორი გიზო ჟორდანია გარდაიცვალა. ღვაწლმოსილი ქართველი რეჟისორი გიზო ჟორდანია არაერთი ჯილდოს მფლობელი და პრემიის ლაურეატი იყო. 2014 წელს, 80 წლის საიუბილეო თარიღის ფარგლებში, ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უმაღლესი ჯილდოთი "ხელოვნების ქურუმით" დაჯილდოვდა. გიზო ჟორდანიას დადგმული აქვს 100-ზე მეტი სპექტაკლი, 70-ზე მეტი შოუ და სახალხო დღესასწაული როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

ამავე კატეგორიაში