პატრიარქის ვიზიტი

19 ნოემბერი 2016, 00:00 3975 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, ილია მეორე გუშინ მოსკოვში ჩავიდა, სადაც მონაწილეობას მიიღებს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის 70 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. ამის შესახებ რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. 20 ნოემბერს მაცხოვრის ტაძარში საერთო წირვა შესრულდება, რომელშიც სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქები და მათი წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. წირვის შემდეგ რუსეთის პატრიარქი საზეიმო მიღებას გამართავს, რომელიც მისი დაბადების 70 წლის იუბილეს ეძღვნება. გიორგობას, 23 ნოემბერს, მოსკოვის ქართულ ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისს გადაიხდის. საღამოს კი ქართულ დიასპორასთან პატრიარქის შეხვედრა გაიმართება. ილია მეორე დელეგაციის წევრებთან ერთად საქართველოში 25 ნოემბერს დაბრუნდება.

ამავე კატეგორიაში