პრეზიდენტი გიორგი კვირიკაშვილსა და ირაკლი კობახიძეს შეხვდა

18 ნოემბერი 2016, 00:00 3349 ნახვა

მე-9 მოწვევის პარლამენტის სხდომის გახსნის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი კვირიკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა, პარლამენტს კი, ნაყოფიერი მუშაობა უსურვა. ასევე შეხვედრაზე, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა, ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და სამომავალო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.

ამავე კატეგორიაში