საქართველო და უკრაინა უვიზო რეჟიმს ერთდროულად მიიღებენ

18 ნოემბერი 2016, 00:00 2878 ნახვა

უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი ძალაში ერთდროულად შევა, შეჩერების ახალი მექანიზმის ამოქმედებისთანავე, რომელზე შეთანხმებაც ახლა მიმდინარეობს. ასეთი გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის სხდომაზე მიიღეს, რაც ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „საბჭო მიიჩნევს, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია უკრაინისთვის ძალაში შევა მაშინვე, როდესაც ამოქმედდება შეჩერების შესახებ ახალი მექანიზმი“, - ნათქვამია ინფორმაციაში. „ევრაპეისკაია პრავდა“ წერს, რომ ამგვარად უკრაინა უვიზო რეჟიმს საქართველოსთან ერთად მიიღებს, რომელთან მიმართებაშიც გადაწყვეტილება უკვე არსებობს.

ამავე კატეგორიაში