პატრიარქი რუსეთში მიემგზავრება

18 ნოემბერი 2016, 00:00 2502 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე დღეს, ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ ქუთაისიდან რუსეთში გაემგზავრება. უწმინდესი რუსეთის პატრიარქს 19 ნოემბერს შეხვდება. 20 ნოემბერს კი მაცხოვრის ტაძარში საერთო წირვა შესრულდება, რომელშიც სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქები და მათი წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. წირვის შემდეგ რუსეთის პატრიარქი საზეიმო მიღებას გამართავს, რომელიც მისი დაბადების 70 წლის იუბილეს ეძღვნება.  გიორგობას, 23 ნოემბერს, მოსკოვის ქართულ ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისს გადაიხდის. საღამოს კი ილია მეორე ქართულ დიასპორას შეხვდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი