თანამდებობების გადანაწილება

16 ნოემბერი 2016, 00:00 2221 ნახვა

დღის წესრიგში დგას საკითხი, ვინ რა თანამდებობას დაიკავებს ახალი მოწვევის უმაღლეს საბჭოში. კულუარებში სხვადასხვა კანდიდატზე საუბრობენ. შესაძლოა აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა მომდევნო კვირის დასაწყისში  ჩანიშნოს.  სწორედ პირველ სხდომაზე უნდა აირჩიოს  ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანომ თავმჯდომარე, კომისიებისა და ფრაქციების ხელმძღვანელები. უკვე ცნობილია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და ვიცე - სპიკერების კანდიდატურები. ასევე ცნობილია, ვინ იქნებიან სამმანდატიან პარლამენტში პარტიების რჩეულები. ''ქართულ ოცნებას'' საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, “ნაციონალურ მოძრაობას” 27 მანდატი, “პატრიოტთა ალიანსს” კი - 6. 

ამავე კატეგორიაში