ნაციონალურ მოძრაობას 27 მანდატი ეყოლება

16 ნოემბერი 2016, 00:00 3318 ნახვა

მე-9 მოწვევის პარლამენტში 27 მანდატი ექნება ერთიან ნაციონალურმოძრაობას. პარტიის გადაწყვეტილებით შეიქმნება  პარლამენტში უმცირესობა, რომელსაც დავით ბაქრაძე უხელმძღვანელებს.  ვიცე-სპიკერის პოსტს სერგი კაპანაძე დაიკავებს, ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე კი ნიკა მელია იქნება. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ოპოზიციის კვოტით გათვალისწინებულ თანამდებობაზე „ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი ტუღუშს წარადგენს.

ამავე კატეგორიაში