პრეზიდენტის სპეციალური მოწოდება

16 ნოემბერი 2016, 00:00 3143 ნახვა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეპუტატებს მოუწოდებს, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების თარიღთან დაკავშირებით „ნაჩქარევი განცხადებების“ გაკეთებისგან თავი შეიკავონ. ქვეყნის პირველი პირი სხდომის თარიღთან დაკავშირებით შესაბამის სამართლებრივ აქტს მას შემდეგ გამოსცემს, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შემაჯამებელ ოქმს გამოაქვეყნებს. ცალკეული დეპუტატის მიერ გაკეთებული განცხადებით, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 18 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

ამავე კატეგორიაში