სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამოქმედო გეგმა

06 მაისი 2016, 00:00 5024 ნახვა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში დღეს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის საჯარო განხილვა მოეწყო. უწყებამ 2017-2020 წლებში განსახორციელებელი პროგრამები წარმოადგინა. მინისტრის განცხადებით, მომდევნო წლებშიც მთავარი პრიორიტეტი ფერმერთა მხარდაჭერა და ალტერნატიული კულტურების გაშენება იქნება. ამასთან გაიზრდება მიზნობრივი პროგრამების რაოდენობაც. სამინისტროს სამოქმედო გეგმის განხილვას აჭარის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ფერმერები ესწრებოდნენ.   

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი