მოსახლეობა დამეწყრილი გზის გაწმენდას ითხოვს

10 ნოემბერი 2016, 00:00 3007 ნახვა

სარფში, სოფელ კალენდერეში მცხოვრები ათობით ოჯახი ერთ კვირაზე მეტია შემოვლითი გზით სარგებლობს. ცენტრთან დამაკავშირებელი გზა, რომელიც მათ სოფელზე გადის უხვი ნალექის დროს ჩამოწოლილი მიწის მასის შედეგად ამ დრომდე ჩახერგილია. ადგილობრივების თქმით, დახმარებისთვის მუნიციპალიტეტს არაეთხელ მიმართეს, თუმცა ტექნიკა სოფელში მხოლოდ ერთხელ და ისიც რამდენიმე საათით გამოჩნდა. კალენდერეში დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრებიც იმყოფებოდნენ. ისინი ადგილობრივ თვითმმართველობას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და მოსახლეობის წინაშე აღებულ ვალდებუებებს ახსენებენ. გზის გაწმენდას ადგილობრივებს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ხვალისთვის ჰპირდებიან.  

ამავე კატეგორიაში