შეხვედრა მესამე სექტორთან

06 მაისი 2016, 00:00 4938 ნახვა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო დღეს მესამე სექტორს შეხვდება. შეხვედრაზე სააგენტო არასამთავრობოებს იმ შენობების ნუსხას წარუდგენს, რომლებზეც კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭებაა დაგეგმილი. სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქალაქში არის ისეთი შენობები, რომლთა სტატუსის განსაზღვრაც აუცილებლად მიაჩნიათ, ამიტომ ამ საკითხს ისინი არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად განიხილავენ.

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში