სასამართლო დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

06 ნოემბერი 2016, 00:00 2752 ნახვა

სასამართლო დედის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულისა და ამ საქმეზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს იმსჯელებს. სხდომა დახურული იქნება, რადგან ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვანია. დაკავებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით პროკურატურამ სასამართლოს გუშინ მიმართა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ბრალდების მხარე ხუთივე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, და 375-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი