შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს

05 ნოემბერი 2016, 00:00 4862 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა  გაერთიანებული შეიარაღებული ძალების შექმნის შესახებ რუსეთის მიერ დე ფაქტო აფხაზეთთან დადებული შეთანხმება დაგმო.  ამის შესახებ მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.  თეთრი სახლის ინფორმაციით,  ბაიდენმა კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის გამარჯვების მისალოცად დაურეკა.  ვიცე-პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა  საქართველოს დემოკრატიულ  მიღწევებს.  მან ასევე  დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიალური მთლიანობის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.  მიმდინარე წლის 2 ნოემბერს რუსეთის სახელმწიფო დუმამ დე ფაქტო აფხაზეთთან მოკავშირეობასა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირება  მოახდინა. დოკუმენტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ ხელი სოჭში  2015 წლის  21 ნოემბერს მოაწერეს.  დოკუმენტში ნათქვამია, რომ გაერთიანებული ჯარები შეიარაღებულ თავდასხმასა და  ნებისმიერი მხარის მიმართ სამხედრო უსაფრთხოების სხვა საფრთხეებზე ადეკავატური რეაგირების მიზნით შეიქმნება.

ამავე კატეგორიაში