სასამართლო დავა უნივერსიტეტსა და ლექტორს შორის

02 ნოემბერი 2016, 00:00 5717 ნახვა

დავა დეკანის პოსტისთვის.  უნივერსიტეტის ლექტორს ირაკლი მანველიძეს უზენაესმა სასამართლომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ სარჩელი ნაწილობრივ დაუკმაყოფილა. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, თავად მანველიძე მიიჩნევს, რომ სამართლიანობა აღდგება და ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი გახდება, თუმცა უნივერსიტეტი ამ პოზიციას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ თეორიულად არის შანსი, რომ ორი წლის წინანდელი გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლომ ბათილად ცნო უცვლელი დარჩეს. დეტალები ნათია ლომაძის რეპორტაჟში.  

და ერთი დეტალი, იმ შემთხვევაში, თუკი ირაკლი მანველიძე დეკანის თანამდებობას დაიკავებს, უნივერსიტეტს შესაძლოა 2 წლის ნაცდური ხელფასის გადახდაც მოუწიოს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში