პირველი თოვლი და პრობლემები მაღალმთიანეთში

01 ნოემბერი 2016, 00:00 2254 ნახვა

პირველ ნოემბერს მაღალმთიან აჭარაში პირველი თოვლი მოვიდა.  ქედაში სოფელ ნამონასტრევში გათოვდა. გოდერძის უღელტეხილზე 25 სანტიმეტრამდე თოვლია, ხულოს მაღალმთიან სოფლებში კი  10-15  სანტიმეტრი. ელექტროენერგია დღის განმავლობაში  აგარა- საციხურის, დანისპარაული-შუასოფლის - სულ 170 აბონენტს არ მიეწოდებოდა. ამ დროისთვის პრობლემა აღმოფხვრილია.  მოსახლეები ამბობენ, რომ  ადრეულ  ზამთარს მოუმზადებელი ხვდებიან. 

ამავე კატეგორიაში