ტურნირი ვეტერან მოჭადრაკეებს შორის

26 აპრილი 2016, 00:00 3986 ნახვა

დასრულდა აჭარის ღია პირველობა ჭადრაკში ვეტერანთა შორის. მამაკაცებს შორის ტურნირის გამარჯვებული ივანე ბერიძე, ხოლო ქალებს შორის სვეტლანა უტიანსკაია გახდა. ჩემპიონებს და პრიზიორებს თასები, მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ჩემპიონატი ტრადიციულია, ის უკვე მეექვსედ აჭარის ვეტერანთა სპორტის ფედერაციის და სპორტის დეპარტამენტის ინიციატივით ტარდება.

ამავე კატეგორიაში