გონიოში ევკალიპტებს ჭრიან

27 ოქტომბერი 2016, 00:00 2840 ნახვა

ქარსაცავი ზოლის შესაქმნელად დარგული ევკალიპტები შესაძლოა კერძო ინვესტორის ბიზნეს ინტერესს შეეწიროს. გონიო-აფსაროსის ტერიტორიაზე დღეს ერთი მრავალწლოვანი ხე მოიჭრა, რასაც მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. როგორც ირკვევა, ტერიტორია კერძო კომპანიამ შეისყიდა და კანონით მერიას არა აქვს უფლება, შეაჩეროს ხეების მოჭრის პროცესი. მთავრობის თავმჯდომარემ დღეს თქვა, რომ ფაქტს შეისწავლიან. უცნობია კომპანიის ოფიციალური პოზიცია, ჩვენ ადგილზე მხოლოდ ერთი პირი ჩავწერეთ, რომელსაც არ დაუმალავს, რომ საჭიროების შემთხვევაში კიდევ რამდენიმე ხეს მოჭრიან. 

ნუცა ჩხაიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში