საოკუპაციო რეჟიმმა ილია თაყაძე გაათავისუფლა

27 ოქტომბერი 2016, 00:00 3169 ნახვა

გორის,  სოფელ კირბალის მცხოვრებელი ილია თაყაძე ცხინვალის მილიციის იზოლატორიდან გაათავისუფლეს.  ახალგაზრდამ იზოლატორი  გუშინ საღამოს დატოვა.  ე.წ. მესაზღვრეებმა იგი  სოფლის განაპირას, პირუტყვის მწყემსვის დროს დააკავეს. სამდღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, ცხინვალის ე.წ. სასამართლოზე, თაყაძეს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დასდეს ბრალი და ჯარიმა გადაახდევინეს. 

ამავე კატეგორიაში