ბექა ბოლქვაძის გამოფენა ავსტრიაში

26 ოქტომბერი 2016, 00:00 5289 ნახვა

ბათუმელი მხატვრის, ბექა ბოლქვაძის პერსონალური გამოფენა ავსტრიის ქალაქ კრემსში მოეწყო. ქართველი ხელოვანის ფერწერულ ტილოებთან ერთად  წარმოდგენილი იყო ავსტრიელი ფოტოგრაფის, უში ოსვალდის ბათუმში გადაღებული ფოტოები. გამოფენა კრემსის ,,დუნაის უნივერსიტეტის“ ხელოვნებათმცოდნეობისა და კულტუროლოგიის პროფესორმა, დოქტორ ბარბარა მარგარეტ ეგერტმა გახსნა. საღამოზე გაიმართა ,,ბათუმის კატალოგის“ პრეზენტაცია, სადაც თავმოყრილი იყო 2015 წელს ბათუმში გამართული ავსტრიულ-ქართული პლენერის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში