გიორგი შენგელიას ოჯახი ობიექტურ გამოძიებას ითხოვს

25 ოქტომბერი 2016, 00:00 3254 ნახვა

"კრწანისის" საწვრთნელ ბაზაზე მოკლული გიორგი შენგელიას  ოჯახი გამოძიების ოფიციალურ ვერსიას უნდობლობას უცხადებს და თავდაცვის სამინისტროს კვალის დაფარვაში ადანაშაულებს. ოჯახი ობიექტურ გამოძიებას ითხოვს წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავს.  დროული და ობიექტური გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ პოლიტიკოსებიც. “კრწანისში" მომხდარ ინციდენტს სწავლობს სახალხო დამცველის აპარატიც. ომბუდსმენის ინფორმაციით, მისი წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ სავარაუდო მოწმეებს, მათ შორის გუშაგს, რომელმაც სამხედრო ობიექტზე შესული პირების მისამართით გაისროლა. ოფიციალური ინფორმაციით, ცენტრ ”კრწანისის” ტერიტორიაზე უცხო პირები შეიჭრნენ და გუშაგს თავს დაესხნენ. ეძებენ კიდევ ორ პირს, რომლებმაც გაქცვა მოახერხეს.

ამავე კატეგორიაში