ეროს რამაზოტის კონცერტი

25 აპრილი 2016, 00:00 6764 ნახვა

პროექტ “ჩექინ ჯორჯიას” ფარგლებში სპორტის სასახლეში ეროს რამაზოტის კონცერტი გაიმართა. იტალიელი ვარსკვლავის გრანდიოზულ შოუ სამგანზომილებიანი ანიმაციით გაიხსნა. მომღერალმა მსმენელისთვის ნაცნობი სიმღერები შეასრულა. თბილისში რამაზოტის მოგზაურობის შესახებ დოკუმენტურ ფილმსაც იღებენ, რომელიც სავარაუდოდ ივნისში გამოვა და იტალიურ არხებზე გავა ეთერში. “ჩექინ ჯორჯიას” კულტურული ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება, კონცერტები თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში გაიმართება. 27 მაისს — თბილისში რობი უილიამსი იმღერებს, 18 ივნისს ქუთაისში კონცერტი ექნება ესპანელ საოპერო მომღერალს ხოსე კარერასს, ხოლო ჯგუფი “მაროონ ფაიფ” ბათუმში 7 ივნისს გამოვა. პროექტი მოიცავს ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით 19 ქალაქში დაგეგმილ კონცერტებს, 35 ფესტივალს და გამოფენებს. 

ამავე კატეგორიაში