''გუშაგი ნორმების სრული დაცვით მოიქცა'' - ლევან იზორიას განცხადება

24 ოქტომბერი 2016, 00:00 3531 ნახვა

ლევან იზორია კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარ შემთხვევაზე პირველ განცხადებას აკეთებს. თავდაცვის მინისტრის თქმით, გუშაგი ნორმების სრული დაცვით მოიქცა. მისი განმარტებით, გამოძიება გრძელდება, მიმდინარეობს ორი პირის დადგენა. ადგილზე ნაპოვნია მობილური ტელეფონი და პისტოლეტი. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრ „კრწანისის” ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ისინი არ დაემორჩილნენ განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს. ის უკვე იდენტიფიცირებულია. გარდაცვლილი 1993 წელს დაბადებული, ზუგდიდელი გიორგი შენგელიაა. საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. 

ამავე კატეგორიაში