სანდრა რულოვსი მეორე ტურში არ მონაწილეობს

24 ოქტომბერი 2016, 00:00 2908 ნახვა

სანდრა რულოვსი მეორე ტურში არ მონაწილეობს.  ამბობს, რომ მეორე ტურთან დაკავშირებით თავისი პოზიცია, პარტიას ჯერ კიდევ 11 ოქტომბერს გააცნო. ამის შესახებ, რულოვსი „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს: “ნებისმიერი მინიშნება იმაზე, რომ ეს არ იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება, ღრმად შეურაცმხყოფელია ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის და, რაც მთავარია, როგორც ქალისთვის. ასეთი აზროვნება და ქალი პოლიტიკოსის მიმართ ასეთი დამოკიდებულება შეუსაბამოა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ღირებულებებთან”, – ნათქვამია განცხადებაში. რუსლოვსის გადაწყვეტილებას პარტიაში აფასებენ და აცხადებენ, რომ  პოზიცია გუნდთან შეთანხმებული არ იყო. 

ამავე კატეგორიაში