დაღუპული მეზღვაური საქართველოში ჩამოასვენეს

23 ოქტომბერი 2016, 00:00 3009 ნახვა

თურქეთში დაღუპული მეზღვაურის ცხედარი საქართველოში უკვე გადმოასვენეს.  გარდაცვლილი ახალგაზრდა  სარფის საბაჟომდე, თურქულმა მხარემ მოაცილა, თან ახლდა კომპანიის წარმომადგენელი, რომელმაც დაღუპულის ოჯახის წევრებს ექსპერტიზის დასკვნა გადასცა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მეზღვაური გემიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა, თუმცა ვერსია საეჭვოა გარდაცვლილის ახლობლებისთვის. მათი განმარტებით, ისინი დამატებით ექსპერტიზას ჩაუტარებენ ცხედარს და დეტალურად დააკვირდებიან გამოძიების მსვლელობას. გარდაცვლილის მეგობარი მეზღვაურები აცხადებენ, რომ გარემოება, რომლეშიც გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა დაიღუპა, უბედური შემთხვევით არ უნდა დასრულებულიყო. მათ ვერსია საეჭვოდ მიაჩნიათ და გემის მფლობელ კომპანიასთან დამატებითი კითხვები აქვთ. ოჯახის წევრები გამოძიებით დაინტერესებას ხელისუფლებლებასაც სთხოვენ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ საქმეში ჩართულია როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე თურქეთში საქართველოს საკონსულო.

ამავე კატეგორიაში