კომისია მახალაკიძეებში ტერიტორიებს შეისწავლის

25 აპრილი 2016, 00:00 3621 ნახვა

სოფელ მახალაკიძეებში ტერიტორიის დეტალურ შესწავლას კომისია იწყებს. პროცესში გეოლოგები, არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მახალაკიძეების მცხოვრებლები არიან ჩართულნი. შეგახსენებთ, ადგილობრივები ტერიტორიის შესწავლის მოთხოვნით ბოლო 5 დღის განმავლობაში აქციებს მართავდნენ. მათი ინფორმაციით, სოფელში ჰესისთვის გვირაბის მშენებლობის გამო სახლები დაიბზარა და სასმელი წყალი დაშრა. რასაც არ ეთანხმება ჰესის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლობა. მათი ინფორმაციით, მშენებლობის დაწყებამდე ტერიტორიები დეტალურად შეისწავლეს.

დარინა გარგანჯია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში