საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა

24 აპრილი 2016, 00:00 3687 ნახვა

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა არქეოლოგიურ მუზეუმში. სტუდია "ანდამატი"-სა და მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თექის, ბატიკის, მინანქარისა და კერამიკის ნამუშევრები წარმოადგინეს. გამოფენა-გაყიდვა სათნოების სავანის ბინადარსა და წლების განმავლობაში სტუდიის ყოფილ წევრს, ელენე ლუკიანენკოს მიუძღვნეს. გაყიდული ექსპონატებიდან შემოსული თანხა მის ანგარიშზე ჩაირიცხება. ღონისძიება კლუბ "თანადგომა"-სა და არქეოლოგიური მუზეუმის საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში ჩატარდა.

ამავე კატეგორიაში