რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადება და განმარტებები

20 ოქტომბერი 2016, 00:00 4097 ნახვა

საქართველოში თურქეთის ელჩი, პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებასთან დაკავშირებით, განმარტებებს აკეთებს.  “ჩვენ არა მხოლოდ ვაღიარებთ, არამედ ძლიერად ვიცავთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას” - განაცხადა  ზეკი ლევენთ გურმუქჩუმ. მისივე თქმით, ბოლო 25 წლის განმავლობაში, თურქეთ-საქართველოს ურთიერთობა საუკეთესოა ყველა დონეზე და ყველა მიმართულებით. პრეზიდენტის გამოსვლა კი ასახავდა რეგიონის ხალხების ძალიან მჭიდრო ურთიერთობას. “საქართველოს მეზობლებს შორის თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა სადაც არ არის კითხვები საზღვრებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ბათუმი საქართველოა და რიზე - თურქეთი და ასე იქნება სამომავლოდ. საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს და ამ მიმართულებით კითხვები არ არსებობს“ - განაცხადა ელჩმა. ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის პრეზიდენმა ოსმალთა იმპერიის საზღვრების აღდგენაზე ისაუბრა, სადაც ხაზი გაუსვა რომ თრაკიაში უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი, ხოლო  კვიპროსი, ალეპო, მუსული, ირბილი, კირკუტი, თესალონიკი, ვარნა, თრაკის, ეგეოსის კუნძულები და ბათუმი თურქეთის საზღვრებში უნდა შედიოდეს.

ამავე კატეგორიაში