გიორგი კირთაძე დაკარგულ ბიულეტენებზე საუბრობს

18 ოქტომბერი 2016, 00:00 2909 ნახვა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აცხადებს,  რომ  38 უბანში 777 ბილეტენია დაკარგული. გორგი კირთაძე დარღვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ შემაჯამებელ ოქმში ამომრჩეველის და ბიულეტენების რაოდენობა ერთმანეთს არ ემთხვევა. პარტიაში ამბობენ, რომ საარჩევნო ოლქმა  და “ქართულმა ოცნებამ” ამ ფორმით არჩევნები გააყალბა.  ბრიფინგზე ასევე აჩვენეს ერთ-ერთ უბანზე გადაღებული ვიდეო, სადაც კირთაძის თქმით,  საარჩევნო უბანზე ბიულეტენები გაბნეულად დევს.  ბათუმის 79-ე ოლქის იურისტი ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და სატელეფონო კომენტარში აცხადებს, რომ ოლქში ბიულეტენის დაკარგვის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. “ქართულ ოცნებაში”  საპასუხო კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.

ამავე კატეგორიაში