საუბნო კომისიების წევრების “ქართული ოცნების” ოფისში მისვლის ბრალდებაზე მოკვლევა დაიწყო

18 ოქტომბერი 2016, 00:00 3982 ნახვა

ხელვაჩაურის 83-ე ოლქის თავმჯდომარის  ინფორმაციით უკვე დაიწყო უბნის კომისიის წვერების იდენტიფიკაცია, რომელებსაც “ნაციონალური მოძრაობა” “ქართულ ოცნების” შტაბში მისვლას აბრალებს. განცხადება ლევან ვარშალომიძემ 16 ოქტომბერს გააკეთა. ვარშალომიძის  ინფორმაციით,  “ქართული ოცნების” ხელვაჩაურის ოფისში უბნების კომისიის თავმჯდომარეები და მოადგილეები დაიბარეს. “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ვიდეო მასალაც წარმოადგინა, რომელშიც მათი ინფორმაციით  ხელვაჩაურის უბნის წარმომადგნელები ქართული ოცნების ოფისში იმყოფებოდნენ. 83-ე ოლქის თავმჯდომარე ომარ ვარშანიძე ამბობს, რომ  ფაქტის  დაადასტურდებ ის შემთხვევაში კანონით გათვალისწნებულ ზომებს გაატარებენ.

რუსუდან აბაშიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში