მარნეულის ინციდენტი - გიორგი მღებრიშვილის განცხადება

14 ოქტომბერი 2016, 00:00 3316 ნახვა

მარნეულში მომხდარ ინციდენტზე დაკავებული პირების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო მსჯელობს. ბრალდების მხარე მათ პატიმრობას ითხოვს. გამოძიება ბრალდებულებს საარჩევნო კომისიის მუშაობაში ხელშეშლას და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება. დაკავებულების ახლობლები და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები საპროტესტო აქციას მართავენ, ამბობენ, რომ დაკავებულებზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა.  რასაც შინაგან საქმეთა მინისტრი უარყოფს. გიოგი მღებრიშვილის  განცხადებით, ყიზილაჯლოში მომხდარზე დაკავებულები არიან კრიმინალები, რომლებმაც ხელი პოლიციელზე აღმართეს, რაც მისივე თქმით დღემდე არავისთვის უპატიებია.  

ამავე კატეგორიაში