58-ე უბნის შედეგი უცვლელი დარჩა

12 ოქტომბერი 2016, 00:00 1893 ნახვა

საოლქო კომისიამ 58-ე უბანზე დაწერილი საჩივრები ნაწილობრივ დააკმაყოფილა და კომისიის ხელმძღვანელ პირებს გაფრთხილება მისცა, უბანზე შედეგები კი უცვლელი დატოვა. ოლქის თავმჯდომარემ გადაწყვეტილების ერთ-ერთ არგუმენტად კომისიის წევრების ახსნა-განმარტება დაასახელა, სადაც ისინი ნაციონალური მოძრაობის წევრების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობენ და შეცდომების ერთ-ერთ მიზეზადაც ამ ფაქტს ასახელებენ. ბრალდებებს უარყოფს ოპოზიციის წარმომადგენელი და მიუთითებს, რომ უბანზე კენჭისყრის პროცედურა დარღვევებით მიმდინარეობდა. არასამთავრობო  ორგანიზაცია ~სამართლიანი არჩევნების~ რეგიონული კოორდინატორი აცხადებს, რომ არ შეიძლება დარღვევების ფაქტი ~ფსიქოლოგიური ზეგავლენით~ გამართლდეს. ბათუმის 58-ე უბანზე რამდენიმე საჩივარი დაიწერა, საჩივრის ავტორები აცხადებდნენ, რომ შემაჯამებელი ოქმი ჩასწორებული იყო და მას არ ახლდა შესწორების აქტი.

ამავე კატეგორიაში