''ნაციონალური მოძრაობა'' პარლამენტში შედის

12 ოქტომბერი 2016, 00:00 3036 ნახვა

გადაწვეტილება მიღებულია. ,,ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შევა და მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურშიც მიიღებს მონაწილეობას. როგორც პარტიაში განმარტავენ გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოზე  ხმათა უმრავლესობით მიიღეს. ამ  შეთანხმებამდე კი  პარტიის წევრების ნაწილი მიიჩნევდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უნდა შესულიყო და მონაწილეობა მიეღო მეორე ტურში, რათა არ მომხდარიყო პარტიის მარგინალიზაცია და თვითიზოლაცია, მეორე ნაწილს კი საპირისპირო პოზიცია ჰქონდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ პარლამენტში შესვლით მოხდება გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია. 

ამავე კატეგორიაში