ცესკოს განმარტება

11 ოქტომბერი 2016, 00:00 2418 ნახვა

ცესკო განმარტავს, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული არჩევნების შედეგების პროცენტული მაჩვენებლების ჯამი რატომ აჭარბებს 100%-ს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პროცენტული მაჩვენებლების მეასედის სიზუსტით გამოქვეყნების მიზანი  მხოლოდ შედეგების მარტივი აღქმაა,  შესაბამისად, მათი მექანიკური შეკრება არასწორი და არაკორექტულია -  მიიჩნევს კომისია. განცხადებაში ასევე წერია, რომ ცესკოს შესაძლებლობა აქვს პროცენტული მაჩვენებლები დაინტერესებულ პირებს შესთავაზოს მემილიონედის და მეტი სიზუსტით, რაც მექანიკური დაჯამებით სპეკულირებას გამორიცხავს.  მნიშვნელოვანია, რომ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული თითოეული სუბიექტის მიერ მიღებული ხმები სრული სიზუსტით არის ასახული წინასწარ შედეგებში და საბოლოო შედეგებიც სწორედ სუბიექტების მიერ მიღებული ხმების საფუძველზე დგინდება”, - წერია განცხადებაში. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი