ბათუმში რამდენიმე ქუჩას საღამომდე წყლის მიწოდება შეუწყდა

24 სექტემბერი 2020, 12:46 2265 ნახვა

"ბათუმის წყლის" ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო, 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა შემდეგ ქუჩებს: ბაგრატიონის ქუჩა მელიქიშვილის ქუჩიდან თავდადებულის ქუჩამდე და ბაგრატიონის ჩიხი.

კომპანიის განცხადებით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში